ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს


დემონსტრაცია ვენაში, 31 იანვარი, 2020
დემონსტრაცია ვენაში, 31 იანვარი, 2020

ვენაში პოლიციას ათასობით დემონსტრანტი დაუპირისპირდა კოვიდ-19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ რადიკალი მემარჯვენე ჯგუფების მიერ დაგეგმილ აქციაზე.

ვენის პოლიციამ დემონსტრაციების გამართვა გასულ უქმეებზე აკრძალა. აკრძალული იყო ასევე კვირას, რადიკალი მემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ დემონსტრაციაც. თუმცა მიუხედავად ამისა, ათასობით მომიტინგე კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრანტები არ იცავდნენ სოციალური დისტანცირების წესებს და არ ატარებდნენ პირბადეებს.

26 დეკემბრის შემდეგ, ავსტრიაში მესამე „ლოქდაუნია“ გამოცხადებული. ქვეყანა ჩაკეტილია და დახურულია ბიზნესების უმეტესობა.

ოპოზიციური „თავისუფლების პარტია“ შეზღუდვებს „კორონა სიგიჟედ“ მოიხსენიებს და ქვეყნის ჩაკეტვას აპროტესტებს.

პოლიციის თქმით, ადგილზე, დაახლოებით, 5000 ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციამ დემონსტრანტებს არ მისცა ცენტრალურ ვენაში მარშით გადაადგილების შესაძლებლობა. პოლიციის კორდონმა დემონსტრანტებს გზა ჩაუკეტა.

ჰოლანდიაში განვითარებული მოვლენებისგან განსხვავებით, სადაც პოლიციამ კომენდანტის საათი გამოაცხადა, იქ გამართული დემონსტრაციების შემდეგ, ავსტრიის პოლიციამ თავიდან აირიდა დემონსტრანტთა დაშლა. აქციამ დაძაბულ, თუმცა ზოგადად წყნარ ვითარებაში ჩაიარა. პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა არ გაუსაჯაროებია.

აქციაზე შეკრებილთა პოლიტიკური შეხედულებები უცნობია. ზოგიერთი მათგანი მხარდაჭერას გამოხატავდა „თავისუფლების პარტიის“ მიმართ, მაშინ როცა სხვები კანცლერის, სებასტიან კურცის გადადგომას იხოვდნენ, ბანერებით "კურცი უნდა წავიდეს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG