ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენეციის კომისია: რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტის" კანონის გაფართოება ადამიანის უფლებებს ზღუდავს


ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიამ რუსეთის მიერ, „უცხო ქვეყნის აგენტის“ კანონში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკა. კომისიის განცხადებით, რუსეთის ეს ნაბიჯი „სერიოზულად არღვევს“ ადამიანის უფლებებს და პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას იქონიებს.

რუსეთმა, „უცხო ქვეყნის აგენტის“ კანონი 2012 წელს მიიღო და ამის შემდეგ მას ხშირად ცვლიდა. კანონი არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან დახმარებას იღებენ და რომლებიც პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, „უცხო ქვეყნის აგენტად“ უნდა დარეგისტრირდნენ.

უკანასკნელი ცვლილებები მიზანში იღებს უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებულ მედიებს. 2017 წელს, ამ სიაში, რუსეთმა „რადიო თავისუფლების“ რუსული და კიდევ ექვს ენოვანი რედაქცია დაამატა და ასევე სიაში მოექცა ტელეარხი „Current Time” „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი პროექტი. ჩამონათვალში მოხვდა, „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურიც.

ვენეციის კომისიის ანგარიშით, რომელიც კანონის ცვლილებას სწავლობს, „უცხო ქვეყნის აგენტის“ შესახებ კანონის გაფართოება, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას „მნიშვნელოვანი კონტროლი განახორციელოს" ორგანიზაციების თუ ინდივიდების აქტივობებზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ახალი შესწორებებით კანონი გაფართოვდა და ახლა მოიცავს დაფინანსებას ფიზიკური ან იურიდიული პირისგან რუსეთში, რომელთა ბენეფიციარებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ასევე დაფინანსებას, ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან, რომლებიც თავად იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნის გარედან.

ცვლილებები საშუალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ამ ორგანიზაციების დაუგეგმავი ინსპექცია ჩაატარონ და „საგარეო აგენტად“ ასევე მიიჩნევს იმ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ორგანიზაციულ და მეთოდოლოგიურ დახმარებას იღებენ, პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის კვალდაკვალ.

რუსეთი აცხადებს, რომ ახალი ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს ემსახურება და გამჭვირვალობას ზრდის. ვენეციის კომისია ამ შეფასებას არ იზიარებს.

"უცხო ქვეყნის აგენტის" კანონი რუსეთში, ფართომასშტაბიანი პროტესტი ფონზე მიიღეს. პროტესტი 2011 წლის დეკემბერში საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. მაშინ დემონსტრაციების ორგანიზებას მოსკოვი, შეერთებულ შტატებს აბრალებდა. მიმომხილველები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აშინებს, მეზობელი ქვეყნების, საქართველოს, უკრაინის და ბელარუსის მსგავსი სცენარის განვითარების პერსპექტივა ქვეყნის შიგნით და ამიტომ ოპოზიციაზე ზეწოლას ზრდის, ისეთი მეთოდებით, როგორიც „უცხო ქვეყნის აგენტის“ კანონია.

2021 წლის ივლისის მონაცემებითთ, რუსეთში „უცხო ქვეყნის აგენტად“ 76 ორგანიზაცია და 20 მედია თუ ინდივიდია გამოცხადებული. დაახლოებით 60-მა ორგანიზაციამ სტატუსი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში გაასაჩივრა.

ეს მასალა ნაწილობრივ ეყრდნობა " რადიო თავისუფლების" ინფორმაციას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG