ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთს რუსეთის ახალი კანონი არ მოსწონს


შამპანის რეგიონის ვენახები საფრანგეთის აღმოსავლეთში
შამპანის რეგიონის ვენახები საფრანგეთის აღმოსავლეთში

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სიტყვა "შამპანური" საფრანგეთის აღმოსავლეთში მდებარე რეგიონიდან, შამპანიდან მოდის. თუმცა, ამ სახელით სხვა ქვეყნებში წარმოებული ღვინოებიც სარგებლობენ, ამბობს ჟულიენ დენორმანდი.

მინისტრი აღშფოთებულია რუსეთში მიღებული ახალი კანონით, რომელსაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი პარასკევს მოაწერა. კანონი მოითხოვს, რომ უცხოეთში ნაწარმოებ ცქრიალა ღვინოებზე წარწერა ბოთლის უკან იყოს მითითებული და არა მის წინა მხარეს.

რუსეთში ნაწარმოებ ადგილობრივ ცქრიალა ღვინოს კი წარწერა "შამპანსკოე" წინა მხარეს ექნება. ამის უფლება ახლა მხოლოდ რუს მეღვინეებს აქვთ.

ეს ყოველივე რუსეთის ბაზარზე ფრანგული ღვინოების ექსპორტს აფერხებს. მოსკოვი მიღებულ კანონს რუსი მწარმოებლების ადგილობრივ ბაზარზე მეტი დაცვის აუცილებლობით ხსნის.

"ხომ წარმოგიდგენიათ ფრანგი ოფიციალური პირების რეაქცია" - უთხრა ჟულიენ დენორმანდიმ ფრანგულ რადიო "სადს". მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სიტყვა "შამპანი მოდის საფრანგეთის მშვენიერი რეგიონიდან, სადაც შამპანურს აწარმოებენ".

საფრანგეთის შამპანური ღვინოების მწარმოებელმა ჯგუფმა მოუწოდა თავის წევრებს, შეაჩერონ რუსეთში დაგეგმილი ექსპორტი. მათი თქმით, სახელი "შამპანი" 120 ქვეყანაში კანონით ლეგალურადაა დაცული. საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ყურადღებით შეისწავლის კანონის დეტალებს და ამასთან დაკავშირებით, მჭიდრო კონტაქტშია ევროპელ პარტნიორებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG