ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელაში ოპოზიციის ორი ლიდერი დააკავეს


ეროვნული გვარდია კარაკასში. ვენესუელა, 31 ივლისი, 2017 წ.
ეროვნული გვარდია კარაკასში. ვენესუელა, 31 ივლისი, 2017 წ.

არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, ვენესუელის უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის ორი ლიდერი საკუთარ სახლებში დააკავა.

ლეოპოლდო ლოპესის და ანტონიო ლედეზმას ოჯახები ყვებიან, რომ დღეს, ადრე დილით ისინი ვენესუელის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

ორივე ოპოზიციონერი ყოფილი მერია, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდნენ. დაკავებას რამდენიმე საათით ადრე წინ უსწრებდა შეერთებული შტატების განცხადება ვენესუელაზე ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ, რომელიც ქვეყანას “არალეგიტიმური” არჩევნების ჩატარების გამო დაუწესდა.

ოჯახის წევრებმა დაკავების ამსახველი ვიდეოფირი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოაქვეყნეს. ერთ-ერთ მათგანში კარგად ჩანს, რომ ლედეზმას დაპატიმრების მომენტში საღამური აცვია. ვიდეოს ავტორები კვირას ჩატარებული წინააღმდეგობრივი არჩევნების ბოიკოტს ითხოვენ. ოპოზიცია თვლის, რომ ვენესუელის ლიდერი, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG