ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის ოპოზიცია დემონსტრაციების გაგრძელებას აპირებს


ვენესუელის ოპოზიციამ მომიტინგეებს დღეს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა მიუხედავად ხელისუფლების მიერ დღეიდან სამშაბათამდე დემონსტრაციების ამკრძალავი განკარგულებისა.

კვირას ვენესუელაში არჩევნებია დაგეგმილი. მოსახლეობამ უნდა აირჩიოს კომისია, რომლის მისიაც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შექმნა იქნება.

"ჩვენ ვართ უმრავლესობა, საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს მხარესაა. ჩვენ მართლები ვართ და დანებებას არ ვაპირებთ. ჩვენი პროტესტი კარაკასს გასცდა და მთელი ქვეყანა მოიცვა, ასე რომ ჩვენ არ ვემორჩილებით ვენესუელის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრს, რომელიც მინსიტრიც კი არაა და ვაგრზელებთ დემონსტრაციებს, მთელი ქვეყანა გამოვა ქუჩებში, რომ ვაჩვენოთ ხელისუფლებას, თავის დახრას არ ვაპირებთ, ბრძოლა გრძელდება", - განაცხადა ფრედი გუვერამ, ოპოზიციონერმა კანონმდებელმა.

შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრმა ნესტორ რევეროლმა კი საპროტესტო აქციების მონაწილეები გააფრთხილა, რომ ამან შეძლება ქვეყანაში მეტ ძალისმიერ ქმედებას შეუწყოს ხელი.

"საჯარო შეკრებები და დემონსტრაციები ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ქმედება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესს დადგენილ ვადებში, არის აკრძალული. ეს არის ვენესუელის კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევს", - განაცხადა მინისტრმა.

ამერიკის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ ვენესუელის მთავრობასთან დაკავშირებული 13 პირისა და სახელმწიფო ნავთობკომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა სწორედ იმისთვის, რომ ვენესუელის პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმოს.

ამერიკის პრეზიდენტის ადნიმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პირები არიან მთავრობის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები, რომლებიც მადუროს რეჟიმთან არიან დაკავშირებულნი. მათ შორისაა მინისტრთა კაბინეტის ორი წევრი, საარჩევნო კომისიის დეირექტორი, სახელმწიფო ნავთობ კომპანიის ფინანსური ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის არმიისა და პოლიციის მაღალჩინოსნები.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. დიპლომატიური მისიის წევრებსა და საელჩოს სხვა თანამშრომლებს კი უფლება ეძლევათ სურვილის შემთხვევაში შტატებში დაბრუნდნენ, რადგან პოლიტიკური კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG