შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ თურქეთის თავდასხმის პროცესში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
თურქეთის ლიდერთან შეხვედრისას მაიკ პენსს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი რობერტ ო’ბრაიენი ახლდნენ.
ეს შეხვედრა იმის მეორე დღეს მოხდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრძოლის შედეგის უმნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა: “ეს ჩვენ არ გვეხება”, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მის მიერ ჯარების გამოყვანას გმობდა. ტრამპმა დაამცირა ქურთი მებრძოლები, რომლებიც ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ და თქვა რომ “ისინი ანგელოზები არ არიან”.
შეერთებული შტატები ლიდერებმა გამოაცხადეს საკანონმდებლო გეგმის შესახებ, რომლითაც ნატოს წევრ თურქეთს ფართომასშტაბიანი სანქციები დაუწესდება. ეს ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ შეტევის და ასევე რუსული თავდაცვითი სარაკეტო სისტემების შეძენის გამო დაეკისრება, რის წინააღმდეგაც შეერთებული შტატები და “ნატოს” სხვა მთავრობები გამოდიოდნენ.
ტრამპმა თურქეთში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განლაგებული, დაახლოებით 50 ტაქტიკური ბირთვული იარაღის უასაფრთხოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ამ იარაღის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.
Facebook Forum