ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: ამერიკა თურქეთს "დიდ სანქციებს" დაუწესებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა თურქეთს "დიდ სანქციებს" დაუწესებს, ქურთ მეომრებთან საბრძოლველად, ჩრდილოეთ სირიაში შეჭრისთვის. თუმცა, პრეზიდენტი ასევე აგრძელებს საკუთარი გადაწყვეტილების დაცვას, სირიიდან ამერიკული ძალების გაყვანის თაობაზე. შეერთებული შტატების არმია იქ ქურთი მეომრების მხარდამხარ, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძოდა.

"ნუთუ ხალხს მართლა ჰგონია, რომ თურქეთთან, ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ომში უნდა ჩავერთოთ?" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". მისი თქმით, უსასრულო ომები უნდა დამთავრდეს. ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალების დარჩენა კი ისევ იმ ხალხს სურს, ვინც ამერიკელები იმთავითვე ჩართო ამ "არეულობაში". პრეზიდენტის თქმით, ის კონგრესის ლიდერებთან, მათ შორის დემოკრატ ოპოზიციონერებთან მუშაობს იმაზე, რომ ანკარას ეკონომიკური სანქციები დაუწესონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG