ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას


მეთიუ მილერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
მეთიუ მილერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ჟუნალისტ ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.

დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე განაცხადა: „შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შეეწყალებინა ჟურნალისტი ნიკა გვარამია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს პოლარიზაციას და დააახლოებს ქართველ ხალხს მათ დასახულ მიზანთან, ევროკავშირში გაწევრიანებასთან“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რის შემდეგაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა საპატიმრო დატოვა.

პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო გვარამიას ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება მისი პატიმრობის შესახებ.

პრეზიდენტმა გადაწყვეტილების შესახებ ორბელიანების სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საღამოს 9 საათზე განაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს" - თქვა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG