ამერიკელმა სენატორმა რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი ჩაუტანა. კენტუკის შტატის რესპუბლიკელი სენატორის, რენდ პოლის განმარტებით, წერილში საუბარია ორ ქვეყანას შორის მეტი კონტაქტის და მოლაპარაკების აუცილობლობაზე.
ტრამპის გამოკვეთილი მხარდამჭერი რენდ პოლი, ცოტა ხნის წინ, მოსკოვში, ადგილობრივ კანონმდებლებთან შესახვედრად ჩავიდა. მან დღეს ტვიტერზე შემდეგი განცხადება გააკეთა: "მქონდა პატივი პრეზიდენტ ტრამპის წერილი პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციისთვიის გადამეცა". რაც შეეხება შინაარსს, რენდ პოლის თქმით, წერილი "ხაზს უსვამს სხვადასხვა სფეროში მეტი ჩართულობის აუცილებლობას, მათ შორის კონტრტერორიზმის, საკანონმდებლო დიალოგის და კულტურული გაცვლების აღდგენის მიმართულებით".
Facebook Forum