ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: პუტინი არც ჩემი მტერია, არც მოყვარე


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი არც მტერია და არც მოყვარე. ამერიკელი და რუსი ლიდერები ერთმანეთს ორშაბათს, ჰელსინკიში შეხვდებიან.

„მე პუტინს კარგად არ ვიცნობ, თუმცა რამდენჯერაც შევხვდი, ჩვენ კარგი შეხვედრები გვქონდა." ეს განცხადება ტრამპმა დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და დასძინა, რომ შესაძლოა ერთ დღეს ის მართლაც მისი მეგობარი გახდეს.

მომავალი ორმხრივი შეხვედრისას, ამერიკელი ლიდერი ამბობს, რომ იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების, საშუალო რადიუსის ბირთვული არსენალის შეთანხმების და რუსეთის მიერ 2016 წელს ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხებს განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG