ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სენატში პარტიული დაპირისპირების გამწვავებას ელიან


ნილ გორსაჩი
ნილ გორსაჩი

ნილ გორსაჩს შეერთებული შტატების სენატის იურიდიულ კომიტეტში დამტკიცებისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა უკვე აქვს. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ახალი მოსამართლის კანდიდატურას მხარს რესპუბლიკელებთან ერთად, 3 დემოკრატი სენატორიც დაუჭერს. კონსერვატორული შეხედულებებით გამორჩეული გორსაჩი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოსტზე წარადგინა.

მოელიან, რომ სენატის გაფართოებულ სხდომაზე გორსაჩის კანდიდატურის გამო, პარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. რესპუბლიკელები პალატას 52-48-ზე უმრავლესობით აკონტროლებენ. დემოკრატები ე.წ. ფილიბასტერის პროცედურის გამოყენებით იმუქრებიან, რომელსაც 36 დემოკრატი ემხრობა. ფილიბასტერი სენატში უვადოდ გაჭიანურებული დებატების უფლებას იძლევა და მისი მიზანი სესიაზე საკითხის ჩაგდებაა. ფილიბასტერის ამოქმედებისთვის დემოკრატებს ამ ეტაპზე მარტო 5 ხმა აკლიათ. გორსაჩის კანდიდატურის დამტკიცებას 100 სენატორისგან შემდგარ პალატაში 60 ხმა ესაჭიროება.

კვირის მანძილზე გაირკვევა, შეძლებენ თუ არა დემოკრატები ტრამპის კანდიდატურის დაბლოკვას. ამ შემთხვევაში, რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, სენატში კენჭისყრის წესების შეცვლას შეეცდებიან. მათ სურთ კანდიდატის დამტკიცება ხმის უბრალო უმრავლესობით გადაწყდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG