ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორსაჩის კანდიდატურის განხილვის ბოლო დღე


ამერიკის სენატი აგრძელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ნილ გორსაჩის კანდიდატურაზე მოსმენებს.

სენატორები დღეს იურისტებს, ადვოკტებს და ფედერალურ მოსამართლეებს მოუსმენენ.

ამის შემდეგ კი გორსაჩის კანდიდატურას კენჭი სენატის იურიდიულმა კომიტეტმა უნდა უყაროს. კომიტეტის მხარდაჭერის შემთხვევაში მის კანდიდატურას საბოლოოდ სენატის გაფართოებულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

გუშინ სენატორების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გორსაჩმა 1973 წლის საქმე- რო უეიდის წინააღმდეგ, და აბორტის მხარდამჭერი გადაწყვეტილება დაახასიათა, როგორც “დაწესებული კანონი”, რომელსაც ის ეთანხმება.

1973 წლის ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ ჩანასახი ადამიანი არ არის და ამით აბორტის ლეგალიზება მოხდა.

დამტკიცების შემთხვევაში ნილ გორსაჩი კონსერვატორ მოსამართლეს, ანტონინ სკალიას ჩაანაცვლებს, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG