ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორსაჩი კანონმდებლების შეკითხვებს 20 საათის განმავლობაში პასუხობდა


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნილ გორსაჩი ამერიკელი კანონმდებლების შეკითხვებს დაახლოებით 20 საათის განმავლობაში პასუხობდა.

თუმცა ბევრ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემას მან თავი აარიდა. აცხადებდა, რომ წინასწარ არ სურს თქვას, თუ როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ შემთხვევაში, „არ მინდა აზრი გამოვხატო, სანამ სრული სამართლებრივი პროცესი არ შედგება“ ამბობდა ის.

დემოკრატები ცდილობდნენ მისგან უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით მიეღოთ პასუხი. კონკრეტულად კი აღუდგებოდა თუ არა ის წინ პრეზიდენტს, თუ ეს უკანასკნელი უკანონო თვალთვალის განხორციელებას მოისურვებდა. „არის გარემოება, როდესაც პრეზიდენტს შეუძლია ეს წესი დაარღვიოს“? კითხულობდნენ ისინი,

„სანამ ეს საკითხი ჩვენ წინაშე არ დადგება, ჯობს ამაზე არ გიპასუხოთ“ - განაცხადა გორსაჩმა.

ასეთმა პასუხებმა დემოკრატები არ დააკმაყოფილა.

უმცირესობის ლიდერი სენატორი ჩაკ შუმერი ამბობს, რომ მან კითხვებზე პასუხი ვერ მოისმინა და ამიტომ მას მხარს არ დაუჭერს.

თუმცა რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტ ობამას მიერ წარდგენილი კანდიდატებიც ამგვარად იქცეოდნენ და ეს მის მიმართ წინააღმდეგობის საფუძვლად არ გამოდგება.

„თუკი ჩვენ არ უნდა დავუჭიროთ კანდიდატს მხარი მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ამბობს იმას, რისი მოსმენაც ჩვენ გვსურს. მაშინ მთელი ეს ნომინირება-მოსმენის პროცესი ფარსი ხდება“ - განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა.

რესპუბლიკელები დემოკრატების წინააღმდეგობას, პრეზიდენტის საქმიანობის შეფერხების მცდელობად აფასებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG