ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორსაჩი ტრამპს აკრიტიკებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი ნილ გორსაჩი პრეზიდენტის მეირ მოსამართლეების კრიტიკას “დემორალიზებას” უწოდებს.

გორსაჩმა ეს კომენტარი ოთხშაბათს დემოკრატ სენატორ რიჩარდ ბლუმენტალთან შეხვედრაზე გააკეთა. გორსაჩის შეფასებები საჯარო სენატორმა ბლუმენტალმა გახადა. ინფორმაციას გორსაჩის ოფისიც ადასტურებს.

მალევე ამავე თემას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და ტვიტერზე სენატორ ბლუმენტალის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

გორსაჩს სთხოვეს შეეფასებინა დონალდ ტრამპის მიერ მოსამართლე ჯეიმს რობარტის მისამართით გამოთქმული შეფასება “ეგრეთწოდებული მოსამართლე”. რობარტმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცემული საპრეზიდენტო განკარგულება შეაჩერა, რომლის მიხედვითაც 7 მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენლებს შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა ეკრძალებათ.

XS
SM
MD
LG