ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა


კეტლინ სიბელიურის გადადგომას ობამას ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში დაშვებულ უზუსტობებს უკავშირებენ

შეერთებული შტატების ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების მდივანი კეტლინ სიბელიუსი თანამდებობას ტოვებს. მის გადადგომას ობამას ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში დაშვებულ უზუსტობებს უკავშირებენ.

სიბელიუსის მიერ თანამდებობის დატოვებამდე ერთი კვირით ადრე ჯანდაცვის რეფორმაში დარეგისტრირების საბოლოო ვადა ამოიწურა. „ობამაქეარად“ წოდებული ჯანდაცვის რეფორმის გატარება ფართომასშტაბიანი ვებგვერდის პრობლემებით და მილიონობით ადამიანისთვის დარეგისტრირების ლიმიტირებით აღინიშნა.

რესპუბლიკელები დიდი ხანია სიბელიუსის გადადგომას ითხოვენ, მაგრამ პრეზიდენტი ობამა მის მხარდაჭერას აგრძელებდა. ამჟამად რეფორმაში რეგისტრირებულთა რიცხვი 7 მილიონს უახლოვდება.
XS
SM
MD
LG