ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის დაზღვევაზე რეგისტრაციის ვადა იწურება


„ობამაქეარად“ მონათლული პრეზიდენტ ობამას საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა ჯერ კიდევ წინააღმდეგობებით არის სავსე

შეერთებული შტატების ჯანდაცვის ახალ პროგრამაში დარეგისტრირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს მიაღწია. თუმცა, „ობამაქეარად“ მონათლული პრეზიდენტ ობამას საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა ჯერ კიდევ წინააღმდეგობებით არის სავსე და მისი უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.

დასაქმებული ამერიკელების ნაწილს დაზღვევა სამუშაო ადგილიდან აქვს და თანხის დიდ ნაწილს მათი დამქირავებელი იხდის. მაგრამ მათ, ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ გააჩნია, დარეგისტრირებისთვის საბოლოო ვადა ორშაბათს ეწურება.
XS
SM
MD
LG