ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაციის წევრი ბოდიშს იხდის


ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანი კეტლინ სიბელიუსი
ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანი კეტლინ სიბელიუსი
ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანი კეტლინ სიბელიუსი დღეს კონგრესი ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის წინაშე წარსდგა.

წარმომადგენელთა პალატამ სიბელიუსი ჯანდაცვის რეფორმის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დაიბარა. რეფორმა, რომელიც „ობამაქეარის“ სახელითაა ცნობილი, ამოქმედებისთანავე კრიტიკის საგანი გახდა. მოთხოვნის თანახმად, ადამიანები ჯანმრთელობის დაზღვევის მისაღებად სახელმწიფო ვებ გვერდზე უნდა დარეგისტიტრებულიყვნენ, მაგრამ ვებ გვერდი დიდი ხარვეზებით მუშაობს და ხშირად ითიშება.

სიბელიუსმა კონგრესი დაარწმუნა იმაში, რომ ხარვეზები, რომლებიც სისტემის გაუმართაობას იწვევს, 31 მარტამდე, ჯანდაცვის დაზღვევის მისაღებად საბოლოო ვადამდე, გამოსწორდება.

სიბელიუსმა განაცხადა, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე რეფორმის ამოქმედების პროცესის ჩავარდნებდე. მისი თქმით: „ბოდიშს ვიხდი, "ობამაქეარის" ვებგვერდის გაუმართაობაზე მე ვარ პასუხისმგებელი.“
XS
SM
MD
LG