ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ჩრდილოეთ კორეისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას უპირობოდ ემხრობა


სამშაბათს, შეერთებული შტატების დესპანმა ფხენიანში თქვა, რომ ქვეყნის ბირთვულ განიარაღებაში პროგრესის მიუხედავად, შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ემხრობა.

დესპანის, სუნგ კიმის კომენტარი, სეულში ოთხდღიანი ვიზიტის შემდეგ გაჟღერდა, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ მზადაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს „ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს“ შეხვდეს.

დესპან კიმს არ დაუზუსტებია, თუ რა სახის ჰუმანიტარული დახმარება განიხილება, მაგრამ მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგა ნო კიუ-დაკმა ორშაბათს თქვა, რომ განიხილეს ინიციატივები რომელიც ჯანდაცვას, პანდემიის კარანტინის ზომებს, სუფთა სასმელ წყალს და ჰიგიენას ეხება.

კორეაზე დამკვირვებლები მოელიან, რომ ჩრდილოეთი მალე იარაღის გამოცდას მოაწყობს, რასაც დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავება შეეძლება.

2020 წლის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ შორი რადიუსის რაკეტების გაშვებაზე ან ბირთვულ გამოცდებზე თვით-დაწესებული მორატორიუმით აღარ შეიზღუდებოდა.

თუმცა ბევრი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ ჩრდილოეთ კორეა არ გადადგამს არანაირ ნაბიჯს, რომელიც მისი ეკონომიკური და დიპლომატიური იზოლაციის კიდევ უფრო გაღრმავების რისკს შეუქმნის.

ჩრდილოეთ კორეა, კორონავირუსის ჩაკეტვის გამო, უკვე განიცდის ეკონომიკურ სიძნელეებს. ამას ემატება ბუნებრივი უბედურებები, როგორიცაა გვალვები და წყალდიდობები, რამაც მისი სოფლის მეურნეობა დააზარალა.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეა პანდემიის გამო სრულად ჩაკეტილი იყო. ჩაკეტილი ჰქონდა საზღვრები, შეწყვიტა იმპორტი და შეზღუდა ქვეყნის შიგნით გადაადგილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG