ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციას ითხოვს


ობამა სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციას ითხოვს
ობამა სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციას ითხოვს

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია შეერთებული შტატების სენატში სტარტის სახელით ცნობილი რუსეთ-ამერიკის ხელშეკრულების რატიფიკაციას მოითხოვს.

ხელშეკრულება ორი ქვეყნის ბირთვული არსენალების ერთი-მესამედით შემცირებას ითვალისწინებს. შერთებული შტატების ვეცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარის თქმა დააზარალებს ამერიკის უსაფრთხოებას.

ამ ხელშეკრულების არ დამტკიცების შემთხვევაში ამერიკელ ექსპერტებს არ ექნებათ რუსეთში ბირთვული ობიექტების შემოწმების უფლება. შესაბამისად არ იქნება ბირთვული არსენალების შემცირების პროცესის გაკონტროლების შესაძლებლობა. ამერიკის და რუსეთის ატომური იარაღი კი მთელი მსოფლიოს ბირთვული არსენალის 90%-ს შეადგენს.

თუმცა რესპუბლიკელი სენატორები, კერძოდ ლინდსეი გრეჰემი სამხრეთ კაროლინიდან აცხადებს რომ ობამას ადმინისტრაციამ ვერ შეძლოა მათი დარწმუნება. მისი თქმით:“ ჩემი აზრით თავად ხელშეკრულების დადება არ იქნება ურიგო რამ, მაგრამ ამან არ უნდა შეუშალოს ხელი ამერიკას იქ განათავსოს თავისი ახალი რაკეტსაწინაღო სისტემები, სადაც ამას საჭიროდ მიჩნევს. გარდა ამისა გასარკვევია ბირთვული შეაიარაღების მოდერნიზაცის საკითხი. რაც ძალზე მწვავე პრობლემაა რესპუბლიკელი სენატორებისთვის. “

ხელისუფლებაში პრეზიდენტ ობამას მოსვლის შემდეგ ამერიკამ უარი თქვა აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინაღო ფარის დამონტაჟებაზე. რუსეთმა ამ საკითხში დიდი პრინციპულობა გამოიჩინა, მიუხედავად იმისა რომ ვაშინგტონი ჯიუტად არწმუნებდა მოსკოვს, რომ ეს ფარი ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ იყო მიმართული.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით შეერთებული შტატები ბირთვული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის 80 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. მაგრამ როგორც ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ მომავალი წლიდან სენატში დემოკრატების რაოდენობის შემცირების ფონზე კიდევ უფრო გაძნელდება ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია.

XS
SM
MD
LG