ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ შესაძლოა რუსებისთვის სავიზო კონსულტაციები განაახლოს


შეერთებული შტატების საკონსულოები, სავარაუდოდ, მალე განაახლებს მუშაობას სამ რუსულ ქალაქში - აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასი". აღნიშნული განცხადება, სააგენტოს თქმით, შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ჰანტსმანის სიტყვებს ეფუძნება.

საუბარია პეტერბურგში, ეკატერინბურგში და ვლადივოსტოკში აგვისტოში დახურულ ამერიკის საკონსულოებზე. "ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე კვირაში ვიზების პრობლემას ეფექტურად გადავწყვეტთ" - ჰანტსმანის ამ განცხადებას ავრცელებს სააგენტო "ტასი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG