ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და რუსეთი უკრაინაზე შეთანხმებისგან შორს არიან 


უკრაინის საზღვართან 100, 000 რუსი სამხედროს მობილიზებისა და ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების გამო, ამერიკამ რუსეთთან მოლაპარაკბებები ორშაბათს დაიწყო. სამხედროების განლაგებას მხოლოდ წვრთნას უწოდებს რუსეთი, თუმცა ამერიკა და ნატო შიშობენ, რომ ეს სამხედრო პროვოკაციის, ან ომის დასაწყისი შესაძლოა გახდეს.

ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც ამერიკისა და რუსეთის უმაღლესი დიპლომატები ხელმძღვანელობდნენ, ამერიკელი დიპლომატების თქმით, რუსეთმა ისეთი მოთხოვნები წამოაყენა, რომლის შესრულებაც ვაშინგტონისთვის მიუღებელია.

„სამწუხაროდ, ამ საკითხთან პრინციპულ მიდგომაში ძალიან დიდი განსხვავება გვაქვს. ამერიკა და რუსეთი გარკვეულწილად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს იმაში, თუ რა უნდა გაკეთდეს“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

განცხადება გააკეთა ამერიკის სახემწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმაც. „ჩვენ მტკიცედ ვიდექით იმ ზეწოლასთან მიმართებაში, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს ეხებოდა და რომელიც, უბრალოდ, მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“,- ამბობს შერმანი.

ამერიკა-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები არ არის ერთადერთი, სადაც რუსეთს უკრაინის თემის განხილვა მოუწევს. მიმდინარე კვირაში რუსეთს შეხვედრები აქვს ნატოსა და ეუთოს წარმომადგენლებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG