ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი მოსალოდნელ ახალ სანქციებს “უსაფუძვლოს” უწოდებს


დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი
დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

სააგენტო “როიტერის” ცნობით, სენატორები ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი და რობერტ მენენდესი სენატში წარსადგენად კანონპროექტს ამზადებენ, რომელიც რუსეთზე ახალი, ყოვლისმომცველი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კრემლი ჰაკერული თავდასხმის გზით, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის ბრალდებას უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებები არაფრით არ არის გამყარებული და სრულებით “უსაფუძვლოა”.

რუსეთი “კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ მინიშნებას”, რომ ის პასუხისმგებელია ჰაკერულ თავდასხმაზე და მოპოვებული დოკუმენტაციის “ვიკილიქსის” საშუალებით გავრცელებაზე. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნებულმა ელექტრონულმა მიმოწერამ ცხადყო, რომ დემოკრატი ოფიციალური პირები ჰილარი კლინტონს ბერნი სანდერსის წინააღმდეგ ნომინაციის მოპოვებაში ეხმარებოდნენ.

“ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა საფუძველი აქვს ამ ბრალდებებს” - აცხადებს კრემლის პრესმდივანი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გრიფი “საიდუმლო” დაზვერვის ანგარიშის მხოლოდ ნახევარს მოუხსნა და გასულ კვირაში ის საჯარო გახადა. ანგარიშის სრულ ვერსიას ხუთშაბათს ჯერ პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაეცნო, შემდეგ კი მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

XS
SM
MD
LG