ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: რუსეთისადმი ამერიკის პასუხი სანქციებით არ ამოიწურება


რუსეთის საელჩოს კუთვნილი ობიექტი მერილენდის შტატში, 29 დკემბერი, 2016. დიპლომატებს ამ ობიექტის დაცლა მოუხდათ.
რუსეთის საელჩოს კუთვნილი ობიექტი მერილენდის შტატში, 29 დკემბერი, 2016. დიპლომატებს ამ ობიექტის დაცლა მოუხდათ.

უკვე ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სანქციების მიუხედავად, ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს არ გააძევებს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინის გადაწყვეტილებას „შესანიშნავ სვლას“ უწოდებს.

„[საპასუხო ზომების] გადადება შესანიშნავი სვლაა,“ დაწერა დონალდ ტრამპმა პარასკევს, ტვიტერზე. „ყოველთვის ვიცოდი, რომ [პუტინი] ძალიან ჭკვიანი იყო.“

ტრამპმა ამ ტვიტით ქება შეასხა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც ცხრა რუსული სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიუხედავად საპასუხო ზომების მიღებისაგან თავიშეიკავა.

უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი კვირით ადრე, ობამას ადმინისტრაციამ მოსკოვს 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო სანქციები დაუწესა.

გასულ კვირას ობამამ ქვეყნიდან გააძევა რუსული დაზვერვის 35 თანამშრომელი, აგრეთვე დახურა რუსეთის მთავრობის კუთვნილი ორი სახლი მერილენდსა და ნიუ იორკში.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში “დემოკრატიის დაცვის ფონდის” წარმომადგენელმა ერიკ ლორბერმა თქვა, რომ ტრამპს სანქციების გაუქმება იოლად შეუძლია, მაგრამ არჩეულ პრეზიდენტს ვაშინგტონში მხარდამჭერთა პოვნა გაუძნელდება.

„კანონის თვალსაზრისით, სანქციები ტრამპისათვის დაბრკოლება არ არის. მას შეუძლია, პირველსავე სამუშაო დღეს კალმის ერთი მოსმით გააუქმოს ის. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს უფრო რთული იქნება, რადგან ადმინისტრაციამ გამოძიების ფედერალური ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისაგან მიღებული დამატებითი მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელიც საარჩევნო პროცესთან რუსი ჰაკერების კავშირზე მიუთითებს.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სატელევიზიო მოწოდების მიუხედავად, რომ რუსეთს საპასუხო ზომები მიეღო, პუტინმა თქვა, რომ დაიცდის, სანამ თეთრ სახლს ახალი ადმინისტრაცია ეყოლება.

ექსპერტი არიელ კოენი ამბობს, რომ პუტინი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეტყობინებას უგზავნის.

„ის თვალს უკრავს ტრამპს და ეუბნება: „ჰეი, დონალდ, მე შენთან კარგი ურთიერთობა მინდა. მოდი, რაღაც ახალი და განსხვავებული გავაკეთოთ.“ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? ბუში და ობამაც ეცადნენ, პუტინთან კარგი ურთიერთობები ჰქონოდათ, მაგრამ ამაოდ.“

თეთრი სახლი ამბობს, რომ რუსეთისადმი ამერიკის პასუხი სანქციებით არ ამოიწურება. მიღებული იქნება სხვა ზომებიც, მაგრამ ის არ გახმაურდება.

XS
SM
MD
LG