ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის "მაგნიტსკის კანონი"


ნატალია მაგნიტსკი, სერგეი მაგნიტსკის დედა.

ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში, განიხილავენ აშშ-ს „მაგნიტსკის აქტის“ მსგავს კანონს, რომელიც ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვების დაწესებას და ანგარიშების გაყინვას რუსი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან არიან კავშირში. ზეწოლა იზრდება ევროპის სხვა ქვეყნებზეც რათა მათაც მიმართონ აღნიშნულ ზომებს.

სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს მოსკოვში ციხეში გარდაიცვალა. მან დაახლოებით ერთი წელი გაატარა საკანში საკუთარი განაჩენის მოლოდინში. მას ბრალს შეთქმულებაში სდებდნენ. მისი მხარდაჭერების თქმით, რუსეთის ხელისუფლებისთვის მაგნიტსკი მაშინ გახდა სამიზნე, როდესაც მან თანამდებობის პირების მიერ, საინვესტიციო კომპანია „ერმიტაჟის კაპიტალის“ საშუალებით 230 მილიონი დოლარის თაღლითურად მითვისების საკითხი გახადა საჯარო.

დამოუკიდებელი გამოძიების თქმით, მაგნიტსკის გარდაცვალებამდე ციხის დაცვის რვა თანამშრომელი აწამებდა. მათგან ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

„ერმიტაჟის კაპიტალი“-ს ხელმძღვანელმა ბილ ბროუდერმა მოახერხა ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს "მაგნიტსკის აქტი" მიეღო. აღნიშნული კანონი გულისხმობს მაგნიტსკის სიკვდილში მონაწილე და თაღლითობაში ჩართული პირების ანგარიშების გაყინვას. ახლა ბროუდერი ბრიტანეთში ცდილობს მსგავსი ინიციატივის გატანას.

„ყველა მაჩვენებლით, ჩვენ ორივე პარტიის მხარეს ბევრი მხარდამჭერი გვყავს“, - აცხადებს ბროუდერი.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებებმა უკრაინასა და სირიაში, ბევრს უბიძგა კანონისთვის მხარი დაეჭირა.

„რუსეთის ქცევა უკანასკნელი ორი წლის მანძილზე იმდენად შემაშფოთებელია, რომ ამან უბიძგა აღმასრულებელ ხელისუფლებას დარწმუნებულიყო იმაში, რომ ეს სწორი ნაბიჯია“ , - აცხადებს ბროუდერი.

ბრიტანეთში "მაგნიტსკის აქტს" საკანონმდებლო ცვლილების სახე ექნება, და კრიმინალური ფინანსების კანონის ნაწილად განიხილება.

„ვცდილობთ, მაგნიტსკისთან დაკავშირებული კანონმდებლობის თვალსაწიერის გაფართოებას, რომ ის უფრო გლობალური გავხადოთ“, - ამბობს ენდრიუ ფოქსოლი, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების რუსეთის პროგრამის მკლევარი.

ნებისმიერს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული კანონმდებლობით მოითხოვოს ამა თუ იმ პიროვნების ანგარიშების გაყინვა.

„კერძო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მთავრობის ჩართულობის გარშე მოახერხონ „ცუდი ტიპების“ წინააღმდეგ საქმის აღძვრა“, - ამბობს ბროუდერი.

ლონდონი, ბევრი რუსი და პოსტ საბჭოთა სივრცის ოლიგრაქისთვის მეორე სახლია. ბევრ მათგანს ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში ედებათ ბრალი.

„კრიმინალის ეროვნული სააგენტოს თქმით, ლონდონში ყოველწლიურად, დაახლოებით 100 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (123 მილიარდი დოლარის) ღირებულების კორუფციული ფული მოძრაობს“,- ამბობს ფოქსოლი.

კანონმდებლები აღნიშნულ ცვლილებას მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში უყრიან კენჭს. მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ისინი ასევე შეძლებენ აღნიშნული ინიციატივის ევროკავშირის ინსტიტუტებში გატანას.

XS
SM
MD
LG