ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციონირებულთა სიას რუსეთის 5 ოფიციალური პირი დაემატა


ამერიკის მიერ ორშაბათს რუსეთზე დაწესებული ახალი სანქციების მიხედვით, სანქციონირებულთა სიაში მოხვდა 5 ოფიციალური პირი და კიდევ ორი ადამიანი, რომელსაც ბრალი “ჰეზბოლასთან” კავშირში ედება. მათ სანქციები ე.წ. “მაგნიტსკის აქტით” დაუწესდათ. კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მწუხარებას გამოთქვამს ორ ქვეყანას შორის გაუარესებული ურთიერთობების გამო და ამბობს, რომ რუსეთს მომავალში მათი გაუმჯობესების იმედი აქვს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, თუ რა ქმედებების გამო მოხვდნენ ისინი სანქციონირებულთა სიაში. დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯონ კირბის განმარტებით, ნაწილი - “რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების რეპრესიულ სისტემაში შესრულებული როლის” გამო და ზოგიც - “ადამიანის უფლებათა აშკარა დარღვევების” შედეგად. მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯი მხოლოდ “ინტენსიური გამოძიების” შედეგად გადაიდგა.

XS
SM
MD
LG