ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები სირიის საკითხზე ჩიხში შევიდა


ვაშინგტონში სირიის ჰუმანიტარულ დახმარებაზე საუბრები განახლდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00
ბმული

მას შემდეგ რაც, გაეროს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები სირიის კონფლიქტის მოგვარების შესახებ წარუმატებლად დასრულდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი კვლავ ცდილობს, რომ ვაშინგტონის ყურადღება ამ თემის ირგვლივ ისევ გააქტიუროს.

დიპლომატიური ბარიერები შეერთებულ შტატებს აიძულებს თავის პოლიტიკას გადახედოს სირიის კონფლიქტთან მიმართებაში. ობამა რამდენიმე მწვავე პრობლემის შესახებ მკაფიო პოზიციას აყალიბებს.

" არსებობს რამდენიმე გადაუდებელი ნაბიჯი რომელიც უნდა გადაიდგას სირიაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ეს ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ ასადის რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდეს და მზად ვართ რომ ყველა იმ მხარესთან ვითანამშრომლოთ, რომელიც შეშფოთებულია ამ სიტუაციით და საკითხის დიპლომატიურ მოგვარებას ემხრობა, " განაცხადა ობამამ.

ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაეროს მედიატორის ლახდარ ბრაჰიმის განცხადების შემდეგ გააკეთა, რომ სირიის ხელისუფლებას და ამბოხებულ ოპოზიციურ კოალიციას შორის მოლაპარაკებათა პროცესი გარდამავალ, პოსტ ასადისეული ხელისუფლების ჩამოყალიბების საკითხზე შეუთანხმებლობის გამო ჩიხში შევიდა.

"მე ვფიქრობ, ყოველი მხარე ცდილობს რომ უკან დასხევი გზა ჰქონდეს და თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. თუმცა, სურთ თუ არა მათ რომ საბოლოოდ სამშვიდობო პროცესი წინ წავიდეს?- იკითხა ბრაჰიმმა.

ხელისუფლების და ამბოხებულთა წარმომადგენლები პროცესის შიხში შესვლის გამო ურთიერთბრალდებებით გამოვიდნენ. ამასობაში კი სირიაში სისხლისღვრა გრძელდება.

შეერთებული შტატების კანონმდებლები იქ არსებულ ულმობელ სიტუაციაზე განცხადებებს აკეთებენ. სენატორი ჯონ მაკეინი შეერთებული შტატების ხელისუფლებას უფრო ძლიერი საპასუხო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

"სად არის პრეზიდენტი ობამა, რომელი საუბრობდა საპასუხო და მორალურ პასუხისმგებლობაზე, რაც ხელისუფლებაში მყოფ უმაღლეს პირებს შეუძლიათ განახორციელონ. სად არის პრეზიდენტი ობამა რომელმაც თქვა, რომ ვერ შეეგუება სასტიკი ტირანების მხრიდან საკუთარი ხალხის მიმართ ხოცვა-ჟლეტას რომ დაუსჯელი დარჩეს, მაშინ როცა ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანა უყურებს ამას და გვერდში უდგას. " იკითხა მაკეინმა.

რესპუბლიკელი სენატორი დიდი ხნის მანძილზე მხარს უჭერდა არასაფრენი ზონის შექმნის ინიციატივას სირიაში. ასევე ამერიკის მხრიდან ისეთი ამბოხებული ჯგუფების იარაღით დახმარების საკითხსაც, რომლებიც ალ ყაიდასთან არ არიან დაკავშირებული.

"ეს სიმართლეა, რომ ჩვენ სირიაში კონფლიქტის დასრულების კარგი არჩევანი არასოდეს გვქონია. კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა და საშუალებებმაც იკლო, თუმცა არავის ეგონოს, რომ თუნდაც ახლა ჩვენ არჩევანის გარეშე ვიყოთ", განაცხადა მაკეინმა.

თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯეი კარნიმ სენატორის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ის ვერ ხვდება, მაკეინი რას უჭერს მხარს, თუ შეერთებული შტატები სირიაში შეჭრის მომხრეა. მას სირიის დაბომბვის კამპანიის დაწყება სურს?- იკითხა კარნიმ.

თეთრი სახლის ადამინისტრაციამ სირიის მიწაზე შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გადასროლა გამორიცხა.

კარნიმ განაცხადა, რომ დიპლომატია სირიაში მშვიდობის დამყარების მიზნით, საუკეთესო იარაღად განიხილება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ობამას ადმინისტრაცია ასადის რეჟიმის ხელისუფლებას პასუხისმგებლობას დააკისრებს, როგორც მან განაცხადა, " იმ სისასტიკის გამო, რომელიც სირიელ ხალხზე ხორციელდება".
XS
SM
MD
LG