ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი ამომრჩევლების გამოკითხვაში ტრამპი ლიდერობს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

სი-ენ-ენ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ტრამპს რეგისტრირებული რესპუბლიკელების 24 პროცენტი უჭერს მხარს.

საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატების რეიტინგებს ისევ მილიარდერი, უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.

სი-ენ-ენ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ტრამპს რეგისტრირებული რესპუბლიკელების 24 პროცენტი უჭერს მხარს, მას მეორე ადგილზე ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში მოსდევს 13 პროცენტით.

დანარჩენი 15 კანდიდატიდან არც ერთს ორნიშნულიანი რეიტინგი არ აქვს.

სი-ენ-ენის გამოკითხვა რესპუბლიკელების პირველი დებატების შემდეგ კვირაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ათასმა ამომრჩეველმა მიიღო. მონაცემების მიხედვით 69 წლის ტრამპის რეიტინგი ივლისიდან მოყოლებული 6 პროცენტით გაიზარდა.

ასევე გაიზარდა ტრამპის მოწონების მაჩვენებელი, თუ გასულ თვეს მის კანდიდატურას რესპუბლიკელი ამომრჩევლების 50 პროცენტი იწონებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 58 პროცენტს აღწევს.

კვლევის მიხედვით რესპუბლიკელი ამომრჩევლები იწონებენ მის შეხედულებას ამერიკის ეკონომიკის გაუმჯობესებაზე, მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებაზე და ახლო აღმოსავლეთში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე.

XS
SM
MD
LG