ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი კენჭს იყრის


დონალდ ტრამპი

უძრავი ქონების მაგნატი და რეალითი შოუს ვარსკვლავი დონალდ ტრამპი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ის რესპუბლიკური პარტიის ნომინანტობისთვის იბრძვის. ამის შესახებ ცნობილმა ბიზნესმენმა ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათის წინ ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე 68 სართულიან მდიდრულ ტრამპ თაუერში გააკეთა.

ჩვენი მტრები ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერდებიან და ამ დროს ჩვენი ქვეყანა სუსტდება.
დონალდ ტრამპი

საარჩევნო სლოგანით “გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი” 69 წლის ტრამპი პრეზიდენტად კენჭს პირველად იყრის, თუმცა მის შესაძლო კენჭისყრაზე საუბრები 1987 წლის შემდეგ რამდენიმეჯერ განახლდა, მათ შორის ბოლოს 2004 და 2011 წლებში.

“ქალბატონებო და ბატონებო, მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ კენჭს ვიყრი ამერიკის პრეზდიენტად, რათა ეს ქვეყანა ისევ დიადი გავხადოთ,” ამ სიტყვებით დაიწყო ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია.

“ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად დიდი ლიდერი სჭირდება და ჩვენ ეს დიდი ლიდერი ახლა გვჭირდება,” თქვა ტრამპმა. მისი თქმით ამერიკას ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც “შეერთებული შტატების ბრენდს ძველ დიდებას დაუბრუნებს.”

თავის სიტყვაში მან ის პრობლემები ჩამოთვალა, რომლებსაც მისი თქმით გაპრეზიდენტების შემთხვევაში პირველ რიგში მოაგვარებს, მათ შორისაა იმიგრაციის საკითხი, სამხედროები და ქვეყნის ენერგო სტრატეგიები.

“ჩვენი მტრები ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერდებიან და ამ დროს ჩვენი ქვეყანა სუსტდება,” განაცხადა მან.

“სამწუხაროდ, ამერიკული ოცნება მოკვდა”, თქვა მან გამოსვლის ბოლოს და იქვე პირობა დადო, რომ მას გააცოცხლებს.

დღესვე ტრამპმა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის 9 მილიარდი ემრიკული დოლარის ღირებულების ქონების მფლობელია.

XS
SM
MD
LG