ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კონკრეტული საემიგრაციო წინადადებით გამოვიდა


2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციისთვის ბრძოლის ლიდერმა, უძრავი ქონების მაგნატმა დონალდ ტრამპმა კვირას თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, არალეგალ იმიგრანტებს შეერთებული შტატების დატოვება მოუწევთ.

„ენ ბი სი“-სთან ინტერვიუში, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ტრამპმა თქვა: „ჩვენ ოჯახების ერთად ყოფნას ვაპირებთ, მაგრამ ისინი უნდა წავიდნენ... ქვეყანა ან გვაქვს, ან ქვეყანა არ გვაქვს.“

შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ 11 მილიონი უსაბუთო იმიგრანტია. იმ დროს, როცა ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჩანაცვლებისთვის იბრძვის, რომელსაც კონსტიტუციის თანახმად მესამე ვადით არჩევა ეკრძალება, ტრამპმა არალეგალური იმიგრანტების წინააღმდეგ მკაცრი ხაზის გატარება აირჩია.

ტრამპმა მექსიკას ბრალი იმაში დასდო, რომ „კრიმინალებს“ და „სექსუალურ მოძალადეებს“ შეერთებულ შტატებში უკანონოდ შესვლის ნებას აძლევს და პირობა დადო, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე გადაულახავ ღობეს ააშენებს. „იმ ღობეს ვერავის გადალახავს“ თქვა ტრამპმა ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG