ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპი ნატოს აკრიტიკებს


ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ განრისხებული ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ ნატოს სამიტისა და ვლადიმირ პუტინთან პირადად შეხვედრის დროს, პრეზიდენტი ტრამპი დაუპირისპირდება მოსკოვის ქმედებებს.

თუმცა მომავალი კვირის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრამპმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა არა რუსეთის, არამედ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დაფინანსების საკითხზე და ისევ დაადანაშაულა ალიანსის წევრები იმაში, რომ ისინი საკმარის თანხას არ იხდიან ნატოს და ევროპის უსაფრთხოებისთვის.

“მე ვაპირებ ვუთხრა ალიანსის წევრებს, თქვენ უნდა დაიწყოთ გადასახადების გადახდა. ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იზრუნებს ყველაფერზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა მონტანის შტატში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვის 70-90 %-ს იხდის. და ეს მაშინ, როდესაც ევროპული სახელმწიფოები ამეირკული ბიზნესის წარმოებას ევროპაში პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიან, ამერიკას კი 151 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო დეფიციტი აქვს ევროკავშირთან.

ტრამპმა რამდენიმე საჯარო შეხვედრაზე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამერიკის როლი ნატოში. გარდა ამისა, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ, ამერიკასა და სხვა ქვეყნების ლიდერებს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ბევრი შიშობს, რომ ეს მდგომარეობა შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის აღმოჩნდეს სასარგებლო. პუტინი დონალდ ტრამპს 16 ივლისს, ჰელსინკიში ხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG