ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნატოს" წევრი ქვეყნების მინისტრები უთანხმოებების არსებობას უარყოფენ


ხუთშაბათს, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, გამოაქვეყნეს ახალი გეგმები, რომელიც სამხედრო ძალების გაფართოებულ გაძლიერებას შეეხება. ის, ევროპის კონტინენტზე ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, 30 დღის განმავლობაში, 30 ბატალიონის, 30 საავიაციო ესკადრილიის და 30 სამხედრო ხომალდის მზადყოფნაში მოყვანას შესაძლებლობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შეერთებული შტატების მიერ შედგენილი გეგმის დეტალები უცნობი რჩება, თუმცა მინისტრებმა თქვეს, რომ ამ გეგმის ლოჯისტიკური კუთხით მზადყოფნას, არაუგვიანეს 2020 წლისთვის ითვალისწინებენ.

მინისტრებმა ასევე გამოაცხადეს ახალი სამეთაურო სტრუქტურის გაძლიერების შესახებ, რომელიც ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში განლაგებულ, ახალი ატლანტიკური სამეთაურო ცენტრის და გერმანიის ქალაქ ულმში განლაგებულ, ევროპის კონფლიქტის ლოჯისტიკის შტაბ ბინის პერსონალს, 1200 კადრს დაუმატებს.

მინისტრებმა ცოტა ხნით გვერდზე გადადეს ნატოს ხელმძღვანელის ნათქვამი, რომ 29 წევრიანი ალიანსის შიგნით „სერიოზული უთანხმოებები“ არსებობდა და შეთანხმდნენ გეგმაზე, დაიცვან ნატო რუსეთის მზარდი სამხედრო ფლოტისგან; ევროპის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები სწრაფად გადააადგილონ და იქონიონ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი მეტი ბატალიონი, გემები და თვითმფრინავები.

მინისტრების ხუთშაბათს გამართულ მსჯელობაზე, თვალსაჩინო იყო, რომ თეთრი სახლის მიერ ევროპისკენ მიმართული სავაჭრო ზომების თემა არ ჩანდა, თემა, რომელიც ტრანს-ატლანტიკურ ალიანსში, სავარაუდოდ გაღიზიანების წერტილად დარჩება.

ევროკავშირმა, კანადასა და მექსიკასთან ერთად, ფოლადზე 25 პროცენტიანი და ალუმინზე 10 პროცენტიანი ამერიკული ტარიფების გამო გაღიზიანება გამოხატა. ტარიფებზე, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საფუძველზე დააწესა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს უთხრა: „არსებობს უთანხმოებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ირანის ბირთვული შეთანხმება და კლიმატის ცვლილება... ნატოელ მოკავშირეებს შორის უთანხმოებები გვაქვს, მაგრამ „ნატოში“ ერთიანობაა, როდესაც საქმე „ნატოს“ ძირითად დანიშნულებას... ერთმანეთის დაცვას ეხება.“

ივლისის უმაღლესი დონის შეხვედრის დღის წესრიგი

ალიანსის წინაშე მდგარი კიდევ ერთი გამოწვევა, აღმოსავლეთ ევროპაში ორგანიზაციის წევრების რაოდენობის ზრდაა, სადაც „ნატოს“ ყოფნას, დიდი ხანია რუსეთი ეწინააღმდეგება.

1949 წლის შემდეგ, გაფართოების 7 რაუნდის მეშვეობით, წევრი ქვეყნების რიცხვი 12-დან 29-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ, „ნატომ“ საკუთარი ვებგვერდი განაახლა და ის ოთხი ქვეყანა დაამატა, რომელმაც 11 ივლისს დანიშნული უმაღლესი დონის შეხვედრის წინ, ალიანსში შესვლის განზრახვაზე განცხადება გამოაქვეყნა. ამ ქვეყნებში შედის, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მაკედონია.

მაისში, თეთრ სახლში ვიზიტის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაფართოების საჭიროების საკითხს გაუსვა ხაზი, რაც ერთ დროს ალიანსის მეტი ძლიერების გასაღები იყო.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სტოლტენბერგმა თქვა:

„ჩვენ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში ვცხოვრობთ, ჩვენ ძლიერი ნატო და საკუთარ უსაფრთხოებაში მეტი ინვესტირება გვჭირდება.“

ყოფილი სენატორი კეი ბეილი ჰათჩინსონი ნატოში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელია.

მან თქვა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს იმაზე, რომ მსურველ ქვეყნებს წევრობის მიღებაში დაეხმაროს.

„ჩვენი დანიშნულებაა მათ სტანდარტები მივცეთ, დავეხმაროთ ამ დონეს მიაღწიონ. ღია კარის პოლიტიკა ამას ნიშნავს და ის ძალიან დინამიურია,“ თქვა ჰათჩინსონმა.

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ თქვა, რომ ბალკანეთში რუსეთის მტრული გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა, წევრობის მისაღებ სასიცოცხლო ნაწილად რჩება. მან მაგალითად მოიყვანა ბოლო დროს გამოჩენილი მტკიცებულებები, რომელიც მაკედონიის საშინაო პოლიტიკაში რუსულ ჩარევას აჩვენებს.

მან „ამერიკის ხმას“ უთხრა:

„რუსები თავის მეთოდებში ალბათ უფრო ჯიუტი და ცოტა უფრო უსინდისოები არიან, მაგრამ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ნატოში შესვლა გადაეფიქრებინათ. ვფიქრობ მაკედონია ამჟამად მთავარი სამიზნეა, რადგან მაკედონიასა და საბერძნეთს შორის, სახელთან დაკავშირებულ საკითხში გარღვევის შესაძლებლობა, წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ამ წელსვე დაწყების გზას ხსნის.“

საბერძნეთი ეწინააღმდეგება იმას, რომ მაკედონიამ საკუთარ თავს „მაკედონია“ უწოდოს, რადგან ეს ჩრდილოეთ საბერძნეთის ამავე სახელის მქონე რეგიონზე ტერიტორიულ პრეტენზიას ნიშნავს.

სახელის გარშემო დავაში დასავლეთის ჩართვამ, შეიძლება ნატოში მაკედონიის შესვლა გააადვილოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყანა ალიანსის მკაცრი პირობების დაკმაყოფილებას შეძლებს.

მეთიუ ნიმეცმა, საბერძნეთ-მაკედონიას შორის სახელის გამო დავაში გაეროს მომრიგებელმა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ამ საკითხზე ბოლო მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო. ნიუ იორკში ბოლო დროს ჩატარებული შეხვედრების შესახებ მან თქვა:

„ძალიან შედეგიანი მოლაპარაკებები იყო. საკითხები კარგად არის ჩამოყალიბებული, საკითხების წრე შემცირდა. საბოლოო გადაწყვეტა ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ ორივე მხარეს სურს საკმარისი გააკეთოს შეთანხმების მისაღწევად და ბეჯითად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს.“

წევრობის კიდევ ერთი საკვანძო მოთხოვნაა, თავდაცვაზე სულ ცოტა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის დახარჯვის ვალდებულება.

ამჟამად ამ ვალდებულებას მხოლოდ ხუთი ქვეყანა, საბერძნეთი, ბრიტანეთი, ესტონეთი, პოლონეთი და შეერთებული შტატები ასრულებს.

თანამდებობის დაკავებისას, ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა „ნატოს“ წევრი ქვეყნები იმის გამო, რომ ალიანსში სამართლიანი წილი არ შეჰქონდათ. 2017 წელს, „ნატოს“ წევრებისადმი სიტყვით მიმართვისას მან კიდევ ერთხელ არ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები“ნატოს“ მეხუთე მუხლის, ერთობლივი თავდაცვის ერთგულად რჩებოდა, რამაც ნატოელი მოკავშირეები სახტად დატოვა.

ოთხშაბათს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიუსელში გაემგზავრება და 11-12 ივლისს დანიშნულ ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრას დაესწრება, რის შემდეგაც, 13 ივლისს, ბრიტანეთს ესტუმრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG