რუსეთი, ირანი და თურქეთი, ბოლო 6 თვის განმავლობაში, დღეს ანკარაში მეორედ შეხვდნენ ერთმანერთს სირიაში სამშვიდობო გამოსავლის მოსანახად.
სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას წინ უძღოდა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება. ტრამპმა თქვა, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება თითქმის დასრულებულია და ამერიკის შეიარაღებული ძალების სირიისდან გამოყვანის გადაწყვეტილებას მალე გამოაქვეყებს.
პრეზიდენტის თქმით, ამერიკის 17 წლიანი ჩართულობა ახლო აღმოსავლეთში ქვეყანას 7 ტრილიონი დოლარი დაუჯდა და დადგა დრო ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ, რათა ამერიკის აშენება გააგრძელონ.
პრეზიდენტის განცხადებას ამერიკის ცენტრალური სარდლობის გენერალი ჯოზეფ ვოტელიც დაეთანხმა და თქვა, რომ 2000 ამერიკელი ჯარისკაცის დახმარებით, ქურთმა მებრძოლებმა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” თითქმის ბოლომდე დაამარცხეს. თუმცა, მისი თქმით, ყველაზე რთული პერიოდი ისევ წინ არის.
Facebook Forum