ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ ღუტა მთლიანად ბაშარ ალ ასადის კონტროლს ქვეშაა


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამასკოს გარეუბანში, აღმოსავლეთ ღუტას რეგიონიდან ამბოხებულთა ყველაზე დიდი ჯგუფის ევაკუაცია დაიწყო. ეს იყო ბოლო ზონა, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ.

გავრცელებული ცნობებით, „ისლამის არმიის“ წევრებს ავტობუსებით ხალხი გადაჰყავდათ ალყაშემორტყმული ქალაქ დუმადან ჯარაბლასში, ჩრდილოეთ სირიაში.

დუმას დაკავებით აღმოსავლეთ ღუტა სრულად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის კონტროლის ქვეშ დაბრუნდება, პირველად, 2012 წლის შემდეგ.

ეს ევაკუაცია მანამდე განხორციელებული ევაკუაციების მსგავსი იყო, როდესაც სამთავრობო ძალების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქებიდან ამბოხებულებს და მათ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდათ ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ სხვა ტერიტორიებზე გადაენაცვლათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG