ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა მექსიკის საზღვარზე შესაძლოა ეროვნული გვარდია გაგზავნოს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე შეიარაღებული ძალების გაგზავნას გეგმავს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად.

“ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ,” ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

პრეზიდენტს და მისი კაბინეტის რამდენიმე წევრს, მათ შორის, თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს, შიდა უსაფრთხოების მდივან კრისტენ ნილსენს და გენერალურ პროკურურ ჯეფ სეშენსს სამშაბათს ბრიფინგი ჩაუტარდათ, რომელზეც ადმინისტრაციის საიმიგრაციო სტრატეგია განიხილეს.

განხილულ თემებს შორის იყო საზღვარზე ეროვნული გვარდიის მობილიზება და კონგრესზე ზეწოლის გაზრდა იმისთვის, რომ დაიხვეწოს ამერიკის საიმიგრაციო კანონები იმ ჩავარდნების გამოსასწორებლად, რომლებსაც კონტრაბანდისტები, ნარკო-ტერორისტები და სხვა სახის დამნაშავეები იყენებენ ამერიკაში შემოსასვლელად.

თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პენტაგონი პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას განიხილავს და “თეთრ სახლთან კონსულტაციებს მართავს.”

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის ვიდეგარაი კასომ “ტვიტერზე” განაცხადა, რომ მექსიკის მთავრობა ტრამპის განცხადების განმარტებას მოელის. მისივე თქმით, მეხიკოს პოზიცია ამ განმარტებაზე იქნება დაფუძნებული მექსიკის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის გათვალისწინებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG