ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას გმობენ


ამერიკელმა კანონმდებლებმა დაგმეს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ, უკრაინის რეგიონების აღიარება. უკრაინაში რუსული აგრესიის შესაჩერებლად კონკრესში ორპარტიული მნიშვნელოვანი ერთიანობის მიუხედავად, დემოკრატები და რესპუბლიკელები ჯერ კიდევ ცდილობენ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა თანმიმდევრობით უნდა დაწესებულიყო სანქციები, რათა ხელი შეეშალათ პუტინს აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელ ქვეყანაში შეჭრისთვის.

„ვლადიმირ პუტინის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უკანონო აღიარება არ არის პროვოცირებული აგრესიის აქტი და საერთაშორისო სამართლის თავხედური დარღვევაა“, - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა, ბობ მენენდესმა.

დღეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის წინააღმდეგ, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების დამოუკიდებლად გამოცხადების და იქ ჯარის გაგზავნის შემდეგ, ახალი სანქციების შესახებ განაცხადა, რომელიც რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებსა და სუვერენულ ვალს მოიცავს. თეთრი სახლი ამბობს, რომ ცალკეული პირების და ერთეულების შესახებ სანქციებზე ხვალ განაცხადებს.

კონგრესში, ბევრმა რესპუბლიკელმა გააკრიტიკა თეთრი სახლის მიდგომა რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. ისინი ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, რომ მათ სანქციების დაწესება ბოლო წუთამდე გადადეს და არ იმოქმედეს იქამდე, ვიდრე პუტინის შეჩერება შესაძლებელი იყო.

"მნიშვნელოვან სანქციებზე ჩახმახის მხოლოდ მაშინ გამოკვრა, როცა რუსული ტანკების უკრაინის საზღვრის გადაკვეთენ, მნიშვნელოვანი შეცდომა იყო",- განაცხადეს მაიკ მაკკოლმა და მაიკ როჯერსმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა წევრებმა.

თუმცა, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას განსხვავებული მიდგომა ჰქონდა და თვლიდა, რომ სანქციები არ უნდა დაწესებულიყო იქამდე, ვიდრე რუსეთი განმეორებით არ შეიჭრებოდა უკრაინაში.

XS
SM
MD
LG