ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის სარაკეტო თავდასხმისას ამერიკელი ჯარისკაცები დაშავდნენ


Iran Attack

შეერთებული შტატების სამხედრო უწყება აცხადებს, რომ გასულ კვირაში, ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შემდეგ, ამ ბაზებზე მყოფი ამერიკელი ჯარისკაცებიდან, 11 სამხედრო მოსამსახურე, ტვინის შერყევის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ერაყის ორ ბაზაზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა, ირანმა თავისი უმაღლესი რანგის გენერლის, ყასემ სულეიმანის, ამერიკული დრონით მოკვლის პასუხად განახორციელა. სულეიმანი ირანის ელიტური, „ისლამური რევოლუციური გვარდიის“ მეთაური იყო.

შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის პრეს-მდივანმა, კაპიტანმა ბილ ურბანმა განაცხადა, რომ ავიაბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები არ დაღუპულან, მაგრამ აფეთქების გამო, რამდენიმე მათგანს ტვინის შერყევის სიმპტომების შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და მათი მდგომარეობის შეფასება გრძელდება.

ჯარისკაცები გერმანიის და კუვეიტის ჰოსპიტლებში იმყოფებიან და როგორც პრეს-მდივანმა განაცხადა, სამხედრო სამსახურისთვის მათი ვარგისიანობის დადგენის შემდეგ, ერაყში დაბრუნდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG