ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანონიმური ინტერვიუ


ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი უფროსის ინტერვიუ

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა უფროსმა მაიკლ ჰეიდენმა რამდენენიმე ანონიმური ინტერვიუ მისცა სააგენტოებს, თუმცა მისი განცხადებები უცნაურ ვითარებაში თვითერის სოციალურ ქსელში აღმოჩნდა.

ჰეიდენი ჟურნალისტებს გუშინ, მობილურით ესაუბრა როცა ის ვაშინგტონიდან, ნიუ იორკისკენ მატარებლით მიემგზავრებოდა.

ვაშინგტონში ბაზირებული ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის მუვ. ონის დირექტორი ტომ მაცი ამბობს, რომ ის მგზავრობისას გუშინ ჰეიდენის სიახლოვეს იჯდა. მაციმ ჰეიდენის საუბრის ნაწილი თვითერს გადასცა, მათ შორის იყო ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ციხეების შესახებ განცხადება და ინფორმაცია პრეზიდენტ ობამას სმართფონთან დაკავშირებით.

მაციმ თვითერში თქვა, რომ ჰეიდენი ამ საუბრის დროს თავს იცავდა.
XS
SM
MD
LG