ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ  გასაიდუმლოებული მასალის ნაწილი გამოაქვეყნა


26 ივნისს შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ყოფილი გასაიდუმლოებული დოკუმენტების ნაწილი გამოაქვეყნა. ეს ნაბიჯი ამ ორგანიზაციამ 1992 წელს მიღებული “თავისუფლებებისა და ინფორმაციის შესახებ აქტის” გათვალისწინებით გადადგა. სააგენტოს დირექტორმა მაიკლ ჰეიდენმა დოკუმენტების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს საბუთები იმ დროსაა შედგენილი, როდესაც ეს სამმართველო სულ სხვა ტიპის დაწესებულება იყო. ფიდელ კასტროს წინააღმდეგ შეთქმულების გარდა, დოკუმენტები ამერიკის მოქალაქეთა თვალთვალს, პირადი დანიშნულების წერილების გახსნას და ჟურნალისტთა საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებულ მასალასაც მოიცავს.

სამმართველოს თანამშრომლები გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ყოფილ ჟურნალისტს მაიკლ გეტლერს 1971 წელს სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. : “მე მითვალთვალებდნენ თუ ვისთან ვსაუბრობდი. იღებდნენ იმის ფოტოებს თუ ვისთან ვსადილობდი. მე ხშირად ფოტოებს ჩემს საკუთარ სახლში, ფანჯრიდან მიღებდნენ” გვეუბნება ბატონი გეტლერი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა ამ დოკუმენტებს “ოჯახის განძი” შეარქვეს. ეს საბუთები 1973 წელს სააგენტოს მაშინდელი დირექტორის ჯონ შლეზინგერის ბრძანებით შეადგინეს.

შლეზინგერს აინტერესებდა სააგენტოს მუშაკები ხომ არ აჭარბებდნენ მათთვის მინიჭებულ უფლებებს. “ოჯახის განძის” ბევრი დეტალი, ორი საკონგრესო და ერთ საპრეზიდენტო კომისიების მიერ მოწყობილი მოსმენების დროს გახდა ცნობილი: “მაშინ ის გამოაშკარავდა, რომ ბევრი ბრძანება თეთრი სახლიდან მომდინარეობდა. ფედერალური აგენტები კი ამ ბრზანებების განხორციელებას ცდილობდნენ. გამოაშკარავდა, რომ მაშინდელ იუსტიციის მინისტრს რობერტ კენედის ფიდელ კასტროს მკვლელობის მოწყობა ეწადა”. ამბობს ამერიკის ხმის ეროვნული უშიშროების საკითხთა სპეციალისტი გერი თომასი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება ისეთ არაფერს ხდის ფარდას, რაც აქამდე ცნობილი არ იყო, მაინც ეს ფაქტი სპეც-სამსახურების მიერ, მათთვის მინიჭებული ძალაუფლების გადაჭარბებაზე ყურადრების გამახვილებას დაეხმარება; “ეს ძიება ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და სხვა სადაზვერვო უწყებებს შორის გამყოფი ბარიერის შექმნას დაეხმარა. უწყებებს ეშინოდათ, რომ მათ შიდა მიყურადებას დაავალებდნენ. ახლა ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას, ვინაიდან ითვლება, რომ კომისიების მოწყობამ მიყურადების პროგრამის შეწყვეტას შეუწყო ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება საკითხთან დაკავსირებულ დებატებს ხელმეორედ გამოაცოცხლებს”. დაამატა ბატონმა თომასმა. 1970 წლებში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოღვაწეობამ იმ ორი საკონგრესო კომიტეტის შექმნა გამოიწვია, რომლებიც შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების ფუნქციონირებას აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG