ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს უკვე მეორე დღეა, რაც ტერორისტობაში ეჭვმიტანილთა დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალის განადგურების შესახებ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა.


დღეს უკვე მეორე დღეა, რაც შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ტერორისტობაში ეჭვმიტანილთა დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალის განადგურების შესახებ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა. სამმართველოს დირექტორი მაიკლ ჰეიდენი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის კითხვებს დახურულ კარს მიღმა პასუხობს. გუშინ იგი სენატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე წარსდგა. მნოგვიანებით ბატონმა ჰეიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამმართველოში ამ საკითხის შესახებ ინფორმაციას სხვები, მათ შორის მისი წინამორბედი ჯორჯ ტენეტი და პორტერ გრასი უფო კარგად ფლობენ. ტენეტი სააგენტოს 2002 წელს ხელმძღვანელობდა, როდესაც ვიდეომასალა გადაიღეს. ხოლო გრასი კი 2006 წელს, როდესაც ეს ვიდეომასალა გაანადგურეს. ჰეიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს ვიდეომასალის განადგურების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას მიაწოდა. მან განაცხადა, რომ ვიდეომასალა გამომძიებლების ვინაობის დაცვის საბაბით გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG