ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სადაზვერვო უწყებების კრიტიკა 2001წ. დაიწყო



შეერთებული შტატების სადაზვერვო გაერთიანების კრიტიკა 2001წლიდან დაიწყო, როდესაც ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავები მართვად რაკეტებად გამოიყენეს. ამჟამად კი, 25 დეკემბერს ამსტერდამი-დეტროიტის რეისის აფეთქება 23 წლის ნიგერიელმა ტერორისტმა უმარ ფარუკ აბდულმუთალაბმა სცადა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, აბდულმუთალაბი „ალ-ყაიდას“ იემენური ფრთის ბრძანებას ასრულებდა. როგორც გაირკვა, ტერაქტის მცდელობამდე, მის საკუთარ მამას, ნიგერიაში შეერთებული შტატების საელჩო გაუფრთიხლებია შვილის რადიკალური განწყობების შესახებ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის დაზვერვის საკითხების მკვლევარი, პროფესორი ემი ზეგარტი ამბობს, რომ შობა დღეს ტერაქტის მცდელობა აშკარად დაზვერვის დიდ ჩავარდნაზე მიუთითებს.

„მე ვფიქრობ, რომ ძნელია დაზვერვის წარმატებაზე საუბარი, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია თვითმფრინავში შეღწევა და იქ საფრთხის შექმნა, როდესაც რამდენიმე თვით ადრე მამამისმა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები გააფრთხილა მისი ექსტრემისტობის შესახებ. როგორ შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ ეს არ არის ჩავარდნა?“ კითხულობს ზეგარტი.


2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ სადაზვერვო სისტემის გარდაქმნა მოხდა, რის შედეგადაც შეიქმნა ნაციონალური დაზვერვის ოფისი, სადაც საგარეო დაზვერვის საკითხებზე მომუშავე 16 უწყებიდან მოპოვებული ინფორმაციები იყრის თავს. ასევე ჩამოყალიბდა ცალკე უწყება - შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სადაც საშინაო საფრთხეების შესახებ არსებულმა ინფორმაციებმა დაიწყეს თავმყორა, აეროპორტების უსაფრთხოების ჩათვლით. და ასევე შეიქმნა დამოუკიდებელი უწყება - ნაციონალური ანტიტერორისტული ცენტრი, სადაც თავს იყრის ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ტერორიზმს შეეხება.

დაზვერვის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ აბდულმუთალაბის შესახებ ინფორმაცია ყველა უწყებისთვის იყო გაზიარებული.

თუმცა, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმაგენერალმა მაიკლ ჰეიდენმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ ზუსტად არ მოხდა იმ მომენტების გაანალიზება, რის შემდეგაც საგანგაშო სიგნალი უნდა ყოფილიყო გაცემული. „ეს პატარა მომენტები ძალიან მნიშვნელოვანი და რეტროსპექტულია.ეს პატარა წერტილები იმ უზარმაზარ ოკეანეს ქმნიან, რაც ანალიტიკოსებს აძლევს საშუალებას განჭვრიტონ მომავალი. ეს ძალიან რთული და ყოველდღიური სამუშაოა და ხშირ შემთხვევაში წარმატებასაც აღწევენ, თუმცა ამჯერად მათ ეს ვერ შეძლეს. მათ ეს წერტილები ერთმანეთთან ვერ დააკავშირეს ან შესაძლოა დროულად ვერ მოახდინეს მოსალოდნელი საფრთხის გათვლა, რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები.“ ამბობს გენერალი ჰეიდენი.

ემი ზეგარტი თვლის, რომ სადაზვერვო სისტემა ახლა უფრო კარგად მუშაობს ვიდრე ადრე და ეს პირველ რიგში ანტიტერორისტულ ცენტრს შეეხება. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ სადაზვერვო ბიუროკატია ძალზედ დიდი და მოუქნელი გახდა. გენერალ ჰეიდენის აზრით კი, შეცდომები არასწორი გათვლების შედეგია. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ინფორმაციის ზღვა მასალა გროვდება, რაც ადამიანური და ტექნიკური რესურსების ფართო სპექტრის ჩართვას მოითხოვს.

რაც შეეხება სადაზვერო საქმიანობის გაუმჯოებესებას, ზეგარტი თვლის:

„მე ვიმედოვნებ, რომ გასაუმჯობესებლად რეორგანიზაცია აღარ იქნება საჭირო. თქვენ იცით, რომ როდესაც სადაზვერვო ჩავარდნა ხდება, ჩვენი დაუყოვნებლივი რეაქცია ახალი უწყების შექმნაა ხოლმე. ან ვამბობთ, რომ მოდით მოვახდინოთ რეორგანზიაცია. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს საჭირო არაა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ სისტემამ იმუშაოს ეფექტურად და არა იმაზე, რომ შევქმნათ ახალი სისეტმა.“

ამ აზრს იზიარებს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰეიდენიც. თუმცა, უწყებებს შორის ჩავარდნის მიზეზების ერთმანეთზე გადაბრალება უკვე დაწყებულია.

გარდა ამისა, კონგრესის სულ ცოტა ორი კომიტეტში შობის დღეს, არ შემდგარ ტერაქტთან დაკავშირებით სერიოზული მოსმენები უკვე დაგეგმილია.


XS
SM
MD
LG