ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში აშშ-ს ყოფილი დესპანი საიმპიჩმენტო გამოძიებას ჩვენებას მისცემს


ტრამპსა და უკრაინასთან დაკავშირებული საიმპიჩმენტო გამოძიების ცენტრში მყოფი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტის წევრებმა, ხუთშაბათს, დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიღება დაგეგმეს კურტ ვოლკერისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ, უკრაინია მოლაპარაკებებში ამერიკის დესპანის თანამდებობიდან გადადგა.

სავარაუდოდ, კითხვები შეეხება ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბარს, საუბრის შემდეგ ვოლკერის ქმედებებს და ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის აქტიურობას იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ტრამპმა ზელენსკიზე წნეხი განახორციელა, რათა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქმე გამოეძიებინა.

ეს ბრალდებები იყო მოყვანილი ანონიმურ საჩივარში, რომელიც გასულ კვირაში გასაჯაროვდა.

საჩივრის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ვოლკერი თანამდებობიდან გადადგა.

ვოლკერი ჯულიანის და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებას დაეხმარა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ზელენსკის მრჩევლის თხოვნის შესაბამისად, ვოლკერმა თანაშემწე ჯულიანისთან დააკავშირა.

ხუთშაბათის სესია, დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის, საგარეო ურთიერთობების და საზედამხედველო კომიტეტების ერთობლივი ღონისძიებაა.

XS
SM
MD
LG