ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებები გლობალურად ირღვევა


სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს

შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ირღვევა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ბევრი მთავრობა საკუთარ ხალხს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე ეუბნება უარს, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და მთავრობის მხრიდან ძალადობისადმი პროტესტის უფლება.

ჯონ კერის გამოსვლა სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას უკავშირდება. შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის ისტორია, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, უნაკლო არ არის. მაგრამ „არცერთი სხვა ქვეყანა არ არის ადამიანის უფლებების პრინციპებისადმი ისეთი ერთგული, როგორც შეერთებული შტატები“.
XS
SM
MD
LG