ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი ადამიანის უფლებების დაცვას პრიორიტეტად ასახელებს


ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ჩაატარა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთავრობა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული იყოს.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ „უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები“ ჩაატარა, რომლის შემდეგაც „ერთი რთული და ნაყოფიერი წელი“ გავიდა. მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ჯანდაცვის, სოციალურ და განათლების სფეროებში.

მისი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებაში ქვეყანას უდიდესი დახმარება გაუწია ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხში თომას ჰამარბერგმა.

„ბატონმა ჰამარბერგმა სექტემბერში გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც სრულფასოვნად აღწერა, თუ რა დინამიკით ვითარდებოდა საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რა პრობლემები იყო, რა მდგომარეობაა ახლა და რა გზა გვრჩება გასავლელი იმისათვის, რომ გავუთანაბრდეთ ევროპული სახელმწიფოების საუკეთესო სტანდარტებს,“ განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს ამ მიმართულებით გასაკეთებელი და ამისთვის მმართველ გუნდს პოლიტიკური ნება გააჩნია.
XS
SM
MD
LG