ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დელეგაცია სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება


რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას ღარიბაშვილი მოსკოვთან დიალოგის წარმოებაში ხედავს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „რუსეთი დღეს,“ (იგივე „Russia Today”) ჟურნალისტ სოფო შევარდნაძეს და განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, სოჭში მხოლოდ საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიუტი კომიტეტის წევრები გაემგზავრებიან.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში გაუმჯობესების მხრივ გარკვეული წინსვლა შეინიშნება, თუმცა მან ამ პროცესს „ტექნიკური ურთიერთობა“ უწოდა. მან რუსეთი ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის პროცესისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „გაუგებარია“ თუ რატომ აგრძელებენ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ღობეების აღდგენას.

რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას ღარიბაშვილი მოსკოვთან დიალოგის წარმოებაში ხედავს. მისი თქმით, საქართველომ რუსეთი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მოსკოვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ინტერვიუში პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას. მისი თმით, არც ერთი თანამდებობა არ არის სრული ამნისტიის გარანტია იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირმა კანონი დაარღვია.
Panjikidze

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG