ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი თანამდებობიდან მალე წავა


გეითსი თანამდებობიდან მალე წავა
გეითსი თანამდებობიდან მალე წავა

ამერიკის თავდაცვის მდივანი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანისთანავე დატოვებს თანამდებობას.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ლოგიკურია, რომ მომავალ წელს, ობამას ადმინისტრაციის მიერ ავღანეთის სტრატეგიის დარულებისთანავე თანამდებობა დატოვოს.

ეს განცხადება პენტაგონის თავკაცმა ჟურნალ „ფორინ პოლისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ 2011 წლისათვის ავღანეთში ჯარების რაოდენობა მაქსიმუმს მიაღწევს და ობამას ადმინისტრაციას შესაბამისად, ნათელი წარმოდგენა ექნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია მისი სტრატეგია ავღანეთში.

გეითსმა ასევე დასძინა, რომ შეცდომა იქნება, თუ ის 2012 წლამდე მოიცდის და თანამდებობას მხოლოდ მაშინ დატოვებს. თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ 2010 წელს ბევრად რთული იქნება მისი შემცვლელის კანდიდატურაზე ფიქრი, რადგანაც ქვეყანაში კონგრესის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია იქნება გაჩაღებული.

XS
SM
MD
LG