ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი ნატოში - როდის მიიღებს თურქეთი ამერიკისგან ეფ16-ებს?


ამერიკა მზად არის თურქეთისთვის "ეფ16"-ების მიყიდვაზე აქტიური მუშაობა დაიწყოს, მას შემდეგ რაც თურქეთი დაასრულებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურას სრულად, ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში ამერიკის ელჩი ავრცელებს.

ელჩი ჯეფ ფლეიკი ამბობს, რომ თურქეთი ამერიკისგან ითხოვს, 20 მილიარდად შეიძინოს ამერიკული "ეფ 16"-ები, რასაც ამერიკელი კანონმდებლების თანხმობა სჭირდება.

თუმცა სანამ ანკარა და ვაშინგტონი "ეფ16"-ების ყიდვა გაყიდვის პროცესის აქტიურ ფაზაზე გადავლენ, თურქეთის პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს კანონის პროექტს, რომელიც მიმდინარე კვირაში თურქეთის პარლამენტმა მწვავე დებატების ფონზე დაამტკიცა. საუბარია კანონზე, რომელიც შვედეთის ნატოში გაწევრიანებას უკავშირდება და მას პარლამენტში პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამაც დაუჭირა მხარი.

სწორედ ამიტომ თურქეთში ამერიკის ელჩი ფიქრობს, რომ ანკარა შვედეთის ნატოში რატიფიცირების პროცესს წარმატებით დაასრულებს.

"როგორც კი ეს მოხდება, ჩვენ ველოდებით, რომ კონგრესის შეტყობინება მოხდება, ეფ16"-ების გაყიდვების შესახებ“,- ამბობს ამერიკის ელჩი სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.

ვაშინგტონში თურქეთისთვის „ეფ16“-ების მიყიდვის შესახებ დისკუსიები წლებია მიმდინარეობს. ამერიკის პრეზიდენტმა მიმდინარე კვირაში, კაპიტოლის ბორცვზე, კონგრესის ძირითად კომიტეტებსა და მათ ლიდერებს შეატყობინა ადმინისტრაციის განზრახვის შესახებ, მიყიდოს თურქეთს „ეფ16“-ები, თუ ანკარა წარმატებით დაასრულებს, ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროცესს.

როგორ გააძლიერებს შვედეთი ნატოს?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:56 0:00

20 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს აფერხებს. იმისათვის, რომ შვედეთი ნატოს წევრი სახელმწიფო გახდეს, ახლა ქვეყანას უნგრეთის თანხმობა სჭირდება. არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის დისკუსიები რატიფიცირების პროცესთან დაკავშირებით აქტიურ ფაზაში უახლოეს პერიოდში გადავა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი, ვაშინგტონში, ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG