ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა


გრძელი დღის და მწვავე დისკუსიის შემდეგ თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. საკითხის განხილვა 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

პარლამენტში არსებული პარტიიებიდან შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი ერდოღანის პარტიამ, სამართლიანების და აღორძინების პარტიამ (AK), ასევე მისმა მოკავშირე ნაციონალისტურმა მოძრაობის პარტიამ (MPH) და ოპოზიცურმა რესპუბლიკურმა პარტიამ (CHP) დაუჭირეს, წინააღმდეგი კი ოპოზიციური ნაციონალისტური, ისლამისტური და მემარცხენე პარტიები იყვნენ.

პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ახლა ჯერი თურქეთის პრეზიდენტზეა. პარლამენტი კანონის პროექტს ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნის, მისი ძალაში შესვლა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ხელმოწერის შემდეგ მოხდება.

თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებას 20 თვის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

შვედეთს ნატოში გასაწევრიანებლად, ალიანსის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება, თითქმის ორი წლის განმავლობაში პროცესს თურქეთი და უნგრეთი უშლიდნენ ხელს. ანკარას შეცვლილი პოზიციის შემდეგ, ახლა ჯერი უნგრეთზეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG