ჯერ კიდევ უცნობი რჩება, თუ ვინ აირჩია ფლორიდამ 6 ნოემბერს შტატის სენატორად. შტატის კანონმდებლობის მიხედვით, თუკი კომპიუტერული სისტემა კანდიდატებს შორის 0.25 პროცენტზე ნაკლებ განსხვავებას აჩვენებს, საარჩევნო კომისიის წევრებმა ბიულეტენები ხელით უნდა შეამოწმონ და ხმის რაოდენობა თავიდან გადათვალონ.
პირველადი შედეგებით რესპუბლიკელი კანდიდატი, გუბერნატორი რიკ სკოტი ლიდერობდა. მას მხოლოდ 0.15 პროცენტით ჩამორჩებოდა სენატორი ბილ ნელსონი.
ორივე პარტიამ ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით, სასამართლოში უკვე რამდენიმე სარჩელი შეიტანა. ფედერალურმა მოსამართლემ მარკ ვოლკერმა ამომრჩევლებს კვირას შუადღემდე მისცა ვადა, რომ მათ შეცდომით შევსების შემთხვევაში, ბიულეტენები შეასწორონ.
Facebook Forum