ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი და სანდერსი ნიუ-იორკისთვის იბრძვიან


ხუთშაბათს საღამოს ბრუკლინში დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ხანგრძლივი დებატები გაიმართა. ბერნი სანდერსის და ჰილარი კლინტონისთვის ერთ კვირაში დაგეგმილ ნიუ-იორკის პრაიმერებში მოგება მნიშვნელოვანიცაა და პრესტიჟულიც. სანდერსი ბრუკლინშია დაბადებული და გაზრდილი, კლინტონი კი 2001-2009 წლებში ნიუ-იორკის შტატის სენატორი იყო და მისი საარჩევნო კამპანიის სათაო ოფისი ბრუკლინში მდებარეობს.

დებატები ჩვეულებრივზე მწვავედ წარიმართა, კანდიდატები კამათის დროს ხმას ხშირად უწევდნენ. ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა კლინტონს ერაყში სამხედრო კამპანიის დაწყების მხარდაჭერა გაუხსენა და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ბანკების და უოლსტრიტის ფირმებისგან მიღებული თანხებით საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის გააკრიტიკა. კლინტონმა სანდერსის კამპანიას მის შესახებ სიცრუის გავრცელებაში დასდო ბრალი და მეტოქეს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მისი აზრით არსებულ სისუსტეებზე მიუთითა.

XS
SM
MD
LG