ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასობით ათას ემიგრანტს ჰუმანიტარული დახმარება შეუწყდა 


​ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განკარგულებას, რომელიც ასობით ათასი ემიგრანტისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტას ითვალისწინებს, სააპელაციო სასამართლომ ბლოკი მოხსნა და ის მოქმედებაში მოიყვანა.

გადაწყვეტილება ამერიკის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ კალაჰანმა მიიღო, მან გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლიც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებას ემიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტის შესახებ აჩერებდა.

გადაწყვეტილება ძირითადად ეხება სალვადორის, ჰაიტის, ნიკარაგუას და სუდანის მოქალაქეებს, მათ სხვა გზა უნდა იპოვონ იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად დარჩნენ ან დატოვონ ქვეყანა 2021 წლის მარტამდე.

მოსამართლე კალაჰანი, რომელიც თანამდებობაზე ჯორჯ ბუშმა დანიშნა, გადაწყვეტილება 54 გვერდიან დასკვნაში ჩაატია და თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რის გამო დაბლოკა წინა ინსტაციის სასამართლომ პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის განკარგულება.

მოსამართლე კალაჰანის გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მიუღებელია, ისინი სააპელაციო სასამართლოში დამატებით სარჩელს შეიტანენ და მოითხოვენ საკითხი 11 მოსამართლის მიერ განიხილოს. დაცვის მხარეს სასამართლოში ადვოკატი აჰილან არულანანთემი წარმოადგენს და მან მოსამართლის გადაწყვეტილებას "ღრმად გაუმართავი უწოდა.

არ არის გამორიცხული მხარემ მიიღოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

ამავე საქმის მეორე ნაწილზე ნიუ-იორკის სასამართლო მსჯელობს. მას ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG